ჩემი პროექტის გეგმა

პროექტი - ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება

სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი ეკატერინე ბარათაშვილი

ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქ.ქუთაისი
სკოლა
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“
პროექტის მონახაზი
პროექტისდასახელება
 ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება  „ლექსი ფეხისა და მოყმისა „და  მითოსური სამყარო
პროექტის შინაარსი
ხალხური სიტყვიერების ნიმუშები,რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა,დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა,მას მიიჩნევენ კოლექტიური შემოქმედების ნაყოფად.ზოგჯერ ირკვევა თავდაპირველი ავტორები,როგორ ვითარდებოდა ფოლკლორული ჟანრი .
მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? მოსწავლეები კითხულობენ ლეგენდებს, მითოლოგიას წარმოდგენილ  გმირებს ერთმანეთს ადარებენ. მოსწავლეები მსჯელობენ შეკითხვაზე ,,ვინ არის გმირი?“,ვინ შეიძლება იყოს ავტორი აანალიზებენ, როგორ იცვლება  პერსონაჟის და ნაწარმოების გმირის განსაზღვრება დროში. გაეცნობნიან და მოიპოვებენ  ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, გაუზიარებენ ერთმანეთს  შეხედულებებს ,შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
საგანი/საგნები
-  ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
მერვე კლასი - საბაზო საფეხური
პროექტის განხორციელების დრო
მაგალითად: 1 თვე-
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე· მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და . .) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;  მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის· მოსაზრებას;  მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;·  საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან,· სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და . .;  ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური· თამაშების და . .) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);  კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ ტექსტს,· თხრობას, კამათს და . .);  ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;· გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისს.
 ამოიცნობს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებს

 აფასებს ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებას მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. ავითარებს ინფორმაციის დაცვის სტრატეგიებს და ახდენს ზოგადი სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას, ნაცნობ ან უცნობ საზოგადოებასთან
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 მოსწავლეები გაეცნობიან ბალადას „ლექსი ვეფხისა და მოყმისა „
  მოიპოვებენ და დემონსტრირებას გაუკეთებენ სხვა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
მოსწავლეები შეადარებენ და დაუკავშირებენ ხალხური ნაწარმოებების პერსონაჟებს.
 მოსწავლეები იმსჯელებენ  პერსონაჟთა ქცევის მოტივებზე  , იდეურ მხატვრულ მხარეზე   და გამოიკვლევენ  და გააკეთებენ დასკვნებს.
საღი მსჯელობა და აღქმა,
მიზნობრივი კავშირის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება.
სხვადასხვა ჯგუფთან ერთად მუშაობის უნარის  დემონსტრირება.
ინფორმაციის ეფექტიანად და ეფექტურად გამოყენება.

შექმნიან ზეპირსიტყვიერების ნიმუშს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
  რა არის ხალხური ზეპირსიტყვიერება და როდის დაედო სათავე ფოლკლორულ ნაწარმოებებს საქართველოში და სხვა ცივილიზაციებში?
თემატური კითხვები
·         რა მნიშვნელობა აქვს ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს თანამედროვე ცხოვრებაში?
·         როგორ იწერება მითი,ლეგენდა?
შინაარსობრივი კითხვები
·         ვინ იყვნენ უძველესი  მითოლოგიის გმირები და როგორია მათი ისტორიები?
·         რა თვისებებით ხასიათდება  მითის გმირი?
·         რით განსხვავდებიან და რა აქვთ საერთო ნაწარმოების  გმირებს?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
  მოსწავლეები პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს, იკვლევენ და ინიშნავენ მოპოვებულ მასალას და სასწავლო პროცესშიიყენებენ ისტ ტექნოლოგიებს, ამასთანავე, შეკითხვების დასმა მთელი პროექტის მანძილზე დისკუსიების წარმართვას, სწავლის პროცესის მონიტორინგს და აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის საწყის ეტაპზე, ასოციაციური რუკის და ვენის დიაგრამის გამოყენებით, შეფასდება მოსწავლეების მიერ ქართული ზეპირსიტყვიერების“ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ და სხვა  ნიმუშების  საბაზისო ცოდნა. მასწავლებელი შეასწორებს  ფოლკლორული ჟანრის დაგეგმვის გზამკვლევს, პროექტის მსვლელობისას  შემეცნების და პროგრესის მონიტორინგისთვის. ჯგუფის სხვა წევრებთან შეხვედრამდე,მოსწავლეები გამოიყენებენ თვითშეფასების ფორმებს მიზნების ფორმულირებისთვის და თავიანთი შეხედულების გასაანალიზებლად. პროექტის რუბრიკა აქტიურად გამოიყენება მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ მუშაობის პროცესში მითითებების მისაცემად და  ნაშრომების შესაფასებლად. თანატოლთა და მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განხილვები შუალედურ ეტაპზე მოსწავლის ნაშრომის შეფასების და საბოლოო პროდუქტის რედაქტირებისთვის გამოიყენება. მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ მასალას. თითოეული საკითხის დასრულების შემდეგ შესაბამისი დრო დაეთმობა მოსწავლეების მიერ   განხილული და  წარმოდგენილი პერსონაჟების შეფასებას და ნაწარმოების იდეურ-მხატვრულ ანალიზს.მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.


პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
.ვენის .დიაგრამა
.ჟურნალები
.შეკითხვების დასმა
.ასოციაციური რუკა
 .მოსწავლეთა თვითშეფასება,დღიურები, კითხვა-პასუხი.
პროექტის მსვლელობისას
 .გამოკითხვა
.განმავითარებელი შეფასება, თვითშეფასება
.სამოქმედო გეგმა
ვენის დიაგრამა
პროექტის შეფასების სქემა
პროექტის დასრულების შემდეგ
პროექტის შეფასების სქემა მოხსენება


 სლაიდშოუ, თანაკლასელთა უკუკავშირი
შეფასების მოკლე მონახაზი
პირველი ეტაპი.
პროექტის განმავლობისას მოსწავლეების მიერ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და ლეგენდასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი შეკითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად გამოვიყენებ გამოკითხვას. განვსაზღვრავ მოსწავლეების წინარე ცოდნას და დავეხმარები მათ გაიხსენონ რა იციან  ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების  შესახებ. ამისათვის გამოიყენებ ვენის დიაგრამა და  როდესაც მოსწავლეები ნაწარმოების შესწავლისას პერსონაჟთა სახეების განხილვას  შეუდგებიან, ვთხოვ მუშაობის წარმართვისთვის გამოიყენონ ასოციაციური რუკა. პერიოდულად განიხილეთ პასუხები წაკითხულ მასალაზე, რათა შეაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარმართოთ სწავლების პროცესი., რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება.  პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა, ასევე, უნდა გამოიყენონ პრეზენტაციის შეფასების სქემა. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართეთ მასწავლებლის და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს ვთხოვთ უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.
 მეორე ეტაპი
შევაფასებ მოსწავლეთა მონაწილეობას საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ  იქმნება ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები? აღწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე გამოვიყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნებისა და პროცესების შეფასების ანალიზს, ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩეკლისტებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს.  ასევე აღვწერთ მოსწავლეების მიერ შექმნილ პროდუქტებს, პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, და შეფასებებს რომლებსაც ვიყენებთ.
სხვა საკითხები
წინარე  ცოდნა
·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ვორდში მუშაობა
·         სლაიდშოუს გაკეთება.
სასწავლო პროცედურები
წლის დასაწყისი
გავმართავთ დისკუსიას მოსწავლეებთან შემდეგ თემებზე:
·         რატომ მოსწონს მკითხველს საინტერესო ამბავი?
·         როგორ „აცოცხლებს“ პერსონაჟებს ნაწარმოები?
·         რომელ პერსონაჟებთან დაინახავდით საკუთარი თავის მსგავსებას?
·         რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში?
დავსვამ ზოგადი კითხვას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის თემა:როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? ვისაუბრებთ თუ როგორ დაეხმარება მოსწავლეებს მიმდინარე წლის მანძილზე შესრულებული პროექტები ამ ზოგად კითხვაზე პასუხის გაცემაში.
ვიმუშავებთ მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებად დავყფთ მოსწავლეებს და ვთხოვ შეავსონ ვენისდიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა კლასიკურ და ხალხურ  ლიტერატურას შორის. გავმართავთ დისკუსიას მთელ კლასთან და ვიმსჯელებთ კლასიკური და ხალხური ლიტერატურის ღირებულებებზე, განვიხილავთ თუ რატომ კითხულობენ ლიტერატურას მოსწავლეები.გავეცნობით და შევადარებთ“ ლექსი ვეფხისა და მოყმისა და"“თავფარავნელი ჭაბუკი „"ჯარჯი" და სხვა
         შევადარებთ და პარალელს გავავლებთ ნაწარმოებებს შორის , განვიხილავთ და ვისაუბრებთ ადამიანურ თანაგრძნობასა და  ბოროტებაზე .ვიმუშავებ მთელ კლასთან ერთად. დავეხმარები მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში, გამოვავლენ თემის ირგვლივ მოსწავლეების დამოკიდებულებას და გამოკვეთთ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს. განვაგრძობთ დისკუსიას და განვიხილავთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები ხალხური ნაარმოებთა სიბრნის გავლენას თანამედროვე სამყაროზე და ლიტერატურაზე. მოსწავლეები წაიკითხავენ სხვა  ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.ყოველდღიურად  ავუხსენი მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად კითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ  ზეპირსიტყვიერების სიბრძნეს.
მოკლედ ავუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა განახორციელონ პროექტი, სადაც განიხილავენ თანამედროვე პრობლემების რეალური გადაჭრის გზებს ნაწარმოებში არსებულ თემებსა და საკითხებზე დაყრდნობით.
მოსწავლეებს სთხოვეთ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და გაუზიარონ იგი მთელ კლასს ფლიპჩრატის ფურცლის საშუალებით.
გავაცანობ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების ჟურნალს, სადაც გამოყოფილია ადგილები წაკითხულის შესახებ კითხვებზე პასუხების გასაცემად, ასევე, ლიტერატურული ტერმინების გამოყენების მაგალითების ჩასაწერად. შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს ჟურნალის წარმოება ბლოგის სახით სურდეს. ასევე შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა პერსონაჟების ბლოგის შექმნის სურვილი გამოთქვას. რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება. განვიხილავთ ჩანაწერებს ეს ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარება.
     მეორე კვირა
 სანამ მოსწავლეები ნაწარმოების კითხვას დაიწყებენ, გავაცანობ მათ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს. გავანაწილე მოსწავლეებზე  ზეპირსიტყვიერების ნიმუშების  ნაწილებს .  პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის შევცვალი  მოსწავლეთა მუშაობის მეთოდებს: მთელ კლასთან ერთად ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.
    კითხვის დროს ავუხსნით მოსწავლეებს ლიტერატურული ტერმინებს, როგორიც არის ლეგენდა,მითი, ხალხური სიტყვიერება .ვთხოვ მათ, ჩაიწერონ ამ ტერმინების გამოყენების მაგალითები წაკითხულის გააზრების ჟურნალებში და განიხილეთ ისინი დიდ და მცირე ჯგუფებში. ვუჩვენებ მოსწავლეებს ლიტერატურული ანალიზის მაგალითს, რომლის მსგავსი თავად უნდა წარმოადგინონ .
       ლეგენდის  შესახებ დისკუსიისთვის შესაძლოა გამოგვადგეს შემდეგი კითხვები:
  • როგორ გვეხმარება მეტაფორები და ეპითეტები  პერსონაჟების განწყობის ასახვაში?
  • რა გავლენას ახდენს ხატოვნება და მეტაფორული ენა პერსონაჟების ჩანაფიქრისა და განზრახვების ანალიზზე?
  • როგორ აძლიერებს ეპიზოდის განწყობას ხატოვანება?

 შესწავლისას პერიოდულად ვთხოვ მოსწავლეებს დაუბრუნდნენ და განიხილონ ზოგადი კითხვა (როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?)საკუთარჟურნალებსა და დიდ/მცირე ჯგუფებში, რამდენადაც ეს მითოსური სამყაროს მათეულ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული.
    მესამე კვირა
     როდესაც მოსწავლეები  ზეპირსიტყვიერების ნიმუშების  კითხვას დაასრულებენ, ვკითხავ ვინ არის გმირი  როგორია მისი ხასიათი? რამდენი ნაწილად არის დაყოპილი ნაწარმოები,რომელი ნაწილი გამოხატავს ადამიანურ თანაგრძნობას? გმირის ხასიათია ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ,თუ  ადამიანური თანაგრძნობა.?
      საკითხი შესაზლებელია შემდეგნაირად დავსვათ: გჯერათ თუ არა ყველა სულიერს აქვს გრძნობები?.. რომელ ეპიზოდში ჩანს ადამიანური თანაგრძნობის მაგალითები? რა ვიცით მეორე ნაწილის სავარაუდო ავტორის შესახებ?
.   განვიხილავთ ამონარიდს ლექსიდან „თავფარავნელი ჭაბუკი „ და შეადარეთ  პერსონაჟთა ქცევა ,რომელიც  ადამიანური თანაგრძნობის საპირისპირო მაგალითს აჩვენებს.ბედის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებას გვიჩვენებს და გულისხმობს, რომ რაც გვემართება, ჩვენი ბრალი რა თქმა უნდა არ არის.
   ვთხოვ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი ჟურნალში დააფიქსირონ. მცირე ჯგუფებში. მათ უნდა განიხილონ მოსაზრებები  მთის ტრადიციებთან დაკავშირებით,ასევე ბედისწერის შესახებ და დაასახელონ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ან კინოფილმებიდან.
    შევამოწმებ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა ნაწარმოების არსი . ამისათვის მათ საკლასო დავალებად მიეცემათ ესე“იარებოდა დედაი“ ესეში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ლეგენდასთან დაკავშირებით და თავიანთი ცოდნა  პერსონაჟების, სიუჟეტის და თემების შესახებ .უნდა დააკავშირონ საკუთარ ცხოვრებასთან. თხზულებაში გათვალისწინებული უნდაიყოს მთავარიკითხვაც: როგორ გვეხმარებალიტერატურა და ხალხური სიბრძნე  ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?. განვიხილავ გონებრივი იერიშის გამოყენებით დასახელებული სოციალურ პრობლემებს და მოსწავლეებს ვთხოვთ დაალაგონ ისინი მათი მნიშვნელობის მიხედვით.
   მეოთხე კვირა
   დაწვრილებით განიხილეთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ ნაწარმოებში არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე. რომ მნიშვნელოვანია ემპათია და ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა მოსწავლეებს ავუხსენი, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად, პრეზენტაცია, ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი, მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი:
  • მოსწავლეები იკვლევენ საზოგადოებრივ მასალებს ადამიანთა ემპათიის,თანაგრძნობის შესახებ, სადაც მითითებულია სად შეიძლება დახმარების მიღება და ა.შ. შემდეგ მათ შეუძლიათ შექმნან და შესაბამის აუდიტორიას - თანაკლასელებს, მშობლებს ან საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგინონ კვლევის შედეგები. მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს, ესაუბრებიან ადამიანებს და კითხულობენ წიგნებს, რათა იპოვნონ ადამიანური ურთიერთობების თანაგრძნობის,უკეთესი გზები. მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს და წიგნებს, რათა მოძებნონ საზოგადოებაში ძალადობის პრევენციის გზები. ისინი აყალიბებენ აზრს, რომელსაც თანაკლასელებს, მშობლებს და საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგენენ.
        დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად და ვთხოვ მათ გონებრივი იერიშის გზით ჩამოწერონ პროექტის საკითხები, განხორციელების ფორმატი, აუდიტორია. განიხილეთ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ.   მოსწავლეებს ავუხსენით, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში -სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად ცხოვრებაში.კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვ თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. განიხილეთ კვლევის მინიმალური მოთხოვნები თანმხლები პროდუქტის (ბროშურები, პრეზენტაციები, ვიკი საიტები და ა.შ.)დასრულების შემდეგ. პროექტის დასაწყისში დავარიგებ პროექტის შეფასების სქემას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.
      ვუჩვენებ მოსწავლეებს პროექტის მაგალითს, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე, საჭიროა მათი წახალისება, რათა თავიანთი მოსაზრებები განავითარონ და მომავალში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეძლონ. პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავთ მათი სამოქმედო გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. ვთხოვ თითოეულ ჯგუფს წარმოგიდგინოთ დასრულებული სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად. როცა ყველა ჯგუფს შეხვდებით ინდივიდუალურად, ვთხოვ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად..მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართავთ საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაისწრებიან. შეხვედრაზე განვიხილავთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილებას, მათი პრეზენტაციებს და აღვნიშნავთ, როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულდება მოსწავლეთა  შეფასებით.



დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
·         დაურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი
·         დაურიგეთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.
ნება დართეთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

 დავგეგმავ ქართული ენის შემსწავლელთათვის სასწავლო კურსს ან ინდივიდუალური გაკვეთილებს მოხალისე ბილინგვური მოსწავლეებისგან. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები მშობლიურ ენაზე, გრაფიკული ორგანაიზერები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, სათარგმნი პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. აღვწერთ განსხვავებებს თუ როგორ წარმოაჩენენ მოსწავლეები თავის ცოდნას, მაგალითად, მშობლიური ენის გამოყენებით ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად/
ნიჭიერი მოსწავლეები
·         აღვწერთ სწავლის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, ყურადღებას მივაქცევთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებდეს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
       წავახალისებთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
 ტექსტი „ლექსი ვეფხისა და მოყმისა,  ვ.როდონაია .ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები .სხვადასხვა სასწავლო მასალები, მოთხრობები, ბიბლიოგრაფიული მასალები.
ინვენტარი/მასალები
 ჟურნალები,კომპიუტერი, პროექტორი.
ინტერნეტრესურსები



ქართული ფოლკლორი ,მითები ვებმისამართები,   რომლებიც დაგჭირდებათ პროექტის განხორციელებაში
სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან/ ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები  დირექცია.


No comments:

Post a Comment