Monday, October 29, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის ბოლო დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს და გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები. 
 ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას , რომელიც სიახლე იყო ჩემთვის , ვფიქრობ,ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და განვახორციელებ ბევრ საინტერესო პროექტს, მადლობა ტრენერს საინტრესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის

Sunday, October 28, 2018

მერვე დღის რეფლექსია


მერვე დღის რეფლექსია;
  • განვიხილეთ  მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
  • ვიმუშავეთ Padlet- ის ნიმუშის შექმნაზე და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე
  • დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები სხვადასხვა მეთოდებით.
  • ვისწავლეთ ბლოგზე  youtube - დან სასურველი ვიდეოების ჩაშენება

Saturday, October 27, 2018

padlet


Made with Padlet

ლექსი ვეფხისა და მოყმისა

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ,განვიხილეთ მოსწავლეთა შესაძლებლობების  სხვადასხვა ტიპები.ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე,სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ნაწილი.დავამზადეთ და განვიხილეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის შაბლონი.

Tuesday, October 23, 2018

მეექვსე დღე


  • ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • გავიხსენეთ როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია დრაივიდან ბლოგზე
  • ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის სტრუქტურაზე
  • ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე
  • შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის 
  • დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურების გაწერაზე
  • სახელწოდება: ანალიზის რუბრიკა - საბაზო საფეხურის კლასები
    აღწერამოსწავლისათვის გასაგებ ენაზე შემუშავებული რუბრიკა განკუთვნილია საბაზო საფეხურის კლასების მოსწავლეებისათვის მათი ანალიტიკური უნარების თვითშეფასებისათვის.
    ძირითადი სიტყვებისისტემები
    ინსტრუქციადაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აანალიზებთ ინფორმაციას პროექტზე მუშაობის დროს. შემოხაზეთ ის დებულება, რომელიც აღწერს თქვენს ანალიზის პროცესს.
    კატეგორია
    კლასი : 8
    საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
    შეფასების ტიპი კრიტიკული აზროვნება

    4
    3
    2
    1
    სისტემის ნაწილების აღწერა
    მე ზუსტად ვახდენ კონკრეტული და აბსტრაქტული სისტემების ნაწილების იდენტიფიცირებას და საფუძვლიანად განვმარტავ მათ ინტერაქციას.
    მე ზუსტად ვახდენ სისტემების ნაწილების იდენტიფიცირებას და განვ მარტავ, თუ როგორ მუშაობენ ერთმანეთთან.
    მე სისტემის ზოგიერთი ნაწილის იდენტიფიცირებას ვახდენ, მაგრამ ხშირად ჩემი განმარტებები არაა ზუსტი.
    მე სისტემის ნაწილების უმრავლესობის იდენტიფიცირებას არასწორად ვახდენ.
    სისტემებში ურთიერთკავშირის აღწერა
    მე ვიყენებ აზროვნების კარგ სტრატეგიებსა და დარგობრივ ცოდნას, რომ აღვწერო თუ როგორ ურთიერთქმედებს სისტემაში არსებული კავშირები და რა გავლენას ახდენენ ნაწილები ერთმანეთზე და მთლიანობაში სისტემაზე.
    მე ვიყენებ დარგობვრივ ცოდნას, რომ განვმარტო, თუ რა გავლენას ახდენენ ნაწილები ერთმანეთზე ურთიერთმედებისას სისტემაში.
    რადგანაც ჩემი დარგობრივი ცოდნა შეზღუდულია, მე მიჭირს იმის აღწერა, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ნაწილები სისტემაში და რა გავლენა აქვთ ერთმანეთზე.
    მე მიჭირს სისტემაში ურთიერთქმედების აღწერა.
    დასკვნების გაკეთება
    მე ვიყენებ ჩემს ანალიზს, რომ გამოვიტანო დასკვნები და შევქმნა მნიშვნელოვანი მოსაზრება სისტემის შესახებ.
    მე ვიყენებ ჩემს ანალიზს, რომ გამოვიტანო დასკვნები სისტემის შესახებ.
    სხვისი დახმარებით მე შემიძლია გამოვიტანო დასკვნები სისტემის შესახებ.
    მე არ გამომაქვს დასკვნები სისტემის შესახებ.

Sunday, October 21, 2018

ბუკლეტი იხილეთ აქ



ტრენინგის მეხუთე დღე
  • გავეცანით საავტორო უფლებებს.  გავეცანით საიტს "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია
  • გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ
  • ვიხემძღვანელეთ "გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი)
  • სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა
  • ვისაუბრეთ ინფორმაციის მოძიებასა და ინტერნეტში ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე
  • დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში
  • ჩემ მიერ დამზადებული ბუკლეტი:
  • .https://drive.google.com/open?id=1ksGOHSeLczJaDi8SjgMkXo-wGbGI1kWJ

ტრენინგისა მეოთხე დღეს ვისაუბრეთ შეფასების ხუთ მიზანზე, რომელთაგან ოთხი განმავითარებელია და ერთი განმსაზღვრელი. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. შევავსეთ პროექტის გეგმის შეფასების ნაწილი.
 პროექტის დასრულების შემდეგ გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი და შევადგინეთ პროექტის პრეზენტაცია powerpoint-ის საშუალებით

Saturday, October 13, 2018

ტრენინგის მესამე დღე. გავეცანით მოდულის სასწავლო მიზნებს,განვიხილეთ  თემატური ზოგადი და შინაარსობრივი  კითხვები გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს,  შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები.. შევიმუშავე ჩემი პროექტისთვის  საკვანზო კითხვები
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
  რა არის ხალხური ზეპირსიტყვიერება და როდის დაედო სათავე ფოლკლორულ ნაწარმოებებს საქართველოში და სხვა ცივილიზაციებში?
თემატური კითხვები
·         რა მნიშვნელობა აქვს ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს თანამედროვე ცხოვრებაში?
·         როგორ იწერება მითი,ლეგენდა?
შინაარსობრივი კითხვები
·         ვინ იყვნენ უძველესი  მითოლოგიის გმირები და როგორია მათი ისტორიები?
·         რა თვისებებით ხასიათდება  მითის გმირი?
·         რით განსხვავდებიან და რა აქვთ საერთო ნაწარმოების  გმირებს?
 დღე სასიამოვნოდ წარიმართა.  

Sunday, October 7, 2018

მეორე დღის რეფლექსია .7 ოქტომბერი. მოდული საინტერესოდ წარიმართა,გავეცანი გაკვეთილის გეგმის შაბლონს ,პროექტის შეფასების კრიტერიუმებს. შევქმენით გაკვეთილის გეგმა.   გავეცანი ბუკლეტის შაბლონებს და გავაკეთეთ მრავალფეროვანი ბუკლეტები,რომლებიც ავტვირთეთ დრაივზე .დღე სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო .

Saturday, October 6, 2018

პირველი დღის რეფლექსია

6 ოქტომბერს მასწავლებელთა სახლში დავიწყე    ინტელის ტრენინგი გავეცანი ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს,გავეცანი მრავალფეროვან და საინტერესო მასალებს,რომლენიც მიზნად ისახავს საინტერესო და მრვალფეროვანი სასწავლო პროექტების შექმნასა და გამოყენებას სასწავლო პროცესში.ვფიქრობ აღნიშნული მოდული საინტერესო და  იქნება  ჩემთვის და სასარგებლო  მოსწავლეთათვის, რომელიც ნაყოფიერს და მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს.